ბანეგა სეზონის ბოლომდე დისკვალიფიცირებულია
ბანეგა სეზონის ბოლომდე დისკვალიფიცირებულია

სევილიას ნახევარმცველი ევერ ბანეგა სეზონის ბოლომდე ვეღარ შეძლებს თამაშს. მან ესპანეთის ჩემპიონატში ოთხმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო, – წერს ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდი.

არგენტინელი ლა ლიგას 35-ე ტურში, ჟირონას წინააღმდეგ მატჩში გააძევეს მოედნიდან. უხეში თამაშისთვის ბანეგამ სამმატჩიანი სასჯელი დაიმსახურა, კიდევ ერთ მატჩს კი ზედმეტი ყვითელი ბარათის გამო გამოტოვებს.

ამ სეზონში 30 წლის ბანეგამ სევილიაში 51 ოფიციალური მატჩი ჩაატარა. მისი სტატისტიკაა – 8 გოლი და 11 შედეგიანი გადაცემა.