ბალოტელის კარიერა შესაძლოა ბრაზილიაში ან თურქეთში გაგრძელდეს
ბალოტელის კარიერა შესაძლოა ბრაზილიაში ან თურქეთში გაგრძელდეს

მარიო ბალოტელი შესაძლოა მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, ბრაზილიაში ან თურქეთში ვიხილოთ, – იუწყება სპორტის ცნობილი მიმომხილველი ნიკოლო სკირა.

ჟურნალისტის ინფორმაციით, იტალიელი თავდამსხმელის შეძენა ბრაზილიურ „ვასკო და გამას“ და თურქულ „გალათასარაის“ სურთ.

2019/2020 წლების სეზონზე ბალოტელიმ „ბრეშიას“ შემადგენლობაში 19 მატჩი ჩაატარა და ხუთი გოლი გაიტანა.