ბალოტელის აგენტი იტალიურ გრანდებს ელაპარაკება
ბალოტელის აგენტი იტალიურ გრანდებს ელაპარაკება

ცნობილმა საფეხბურთო აგენტმა მინო რაიოლამ, რომელიც “ნიცას” ფორვარდის, მარიო ბალოტელის საქმეებს წარმართავს, იტალიური და ინგლისური კლუბების მხრიდან ფეხბურთელის მიმართ ინტერესის შესახებ განაცხადა.

რაიოლამ ხაზი გაუსვა, რომ 27 წლის თავდამსხმელი 100 მილიონი ევრო ღირს.

“მარიო მზად არის სერია A-ში დასაბრუნებლად. ის მსოფლიოს საუკეთესო ათ ფორვარდს შორისაა და დარწმუნებით შემიძლია იმის თქმა, რომ ნომერ პირველია იტალიაში’, – მოჰყავს ტელეკომპანია ‘რაის’ (RAI) რაიოლას სიტყვები. – ‘მისი ფასი 100 მილიონი ევროა. უკვე ვაწარმოებ მოლაპარაკებებს ინგლისურ და იტალიურ კლუბებთან. ველაპარაკე “იუვენტუსს”, “რომას”, “ნაპოლის”, “ინტერს”.

2017-18 წლებს სეზონში ბალოტელიმ “ნიცას” შემადგენლობაში 29 მატჩში ჩაატარა 21 გოლი გაიტანა.