ბალოტელი სეზონის ბოლომდე მარსელში ითამაშებს
ბალოტელი სეზონის ბოლომდე მარსელში ითამაშებს

იტალიელი მარიო ბალოტელი მიმდინარე სეზონის დასრულებამდე მარსელში ითამაშებს, იტყობინება ი-ეს-პი-ენი (ESPN). შეთანხმება, რომელიც ფრანგულ გუნდს 3 მილიონი ევრო დაუჯდება, არ მოიცავს მომდევნო სეზონს. მიუხედავად ამისა, შესაძლოა ბალოტელიმ კიდევ ერთი წლით გაიხანგრძლივოს მარსელთან კონტრაქტი, თუ ამ რამდენიმე თვეში თავს კარგად წარმოაჩენს და გუნდი მისთვის შემადგენლობაში ადგილს გამონახავს.

მილანის ინტერისა და მანჩესტერ სიტის ყოფილი ფეხბურთელი უკვე მარსელში იმყოფება, სადაც სამედიცინო შემოწმება უნდა გაიაროს.

პარასკევს, როდესაც მარსელი მეორეადგილოსან ლილს შეხვდება, შესაძლოა ბალოტელი შემადგენლობაში ვიხილოთ.