ჩრდილოეთ მაკედონელი ფეხბურთელი რისტო მიტრევსკი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ომის გამო უგუნდოდ დარჩა – ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.
ჩრდილოეთ მაკედონელი ფეხბურთელი სომხეთის პრემიერლიგის „ალაშკერტის“ ფეხბურთელი იყო, მაგრამ ომის დაწყების გამო, კლუბის მენეჯმენტთან ურთიერთშეთანხმების საფუძველზე თანამშრომლობა შეწყვიტა.
სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ომი მთიანი ყარაბაღის გამო მიმდინარეობს, რომელიც ერევნიდან 400 კმ-ზე ნაკლებ მანძლზე იმყოფება, სადაც რისტო მიტრევსკი ოჯახთან ერთად ცხოვრობდა.
„სომხეთში სამხედრო ვითარების გამო, კლუბთან შეთანხმებით „ალაშკერტთან“ ხელშეკრულება გადავწყვიტე. იმედი მაქვს, რომ ვითარება სწრაფად დამშვიდდება და რეგიონში მშვიდობა აღდგება,” – წერს მიტრევსკი სოციალურ ქსელში.