მსოფლიოს სენსაციური ჩემპიონი - ბელგიამ ჰოლანდია დაამარცხა | ბალახის ჰოკეი
ინდოეთში ბალახის ჰოკეიში კაცებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატი დასრულდა. 16-გუნდიანი ტურნირის ფინალში ერთმანეთს ფავორიტი ჰოლანდია და ჩემპიონატის სენსაცია ბელგია შეხვდნენ.
პირველად ჩემპიონატის ფინალების ისტორიაში, შეხვედრა 0:0 დასრულდა. მატჩის შემდეგ პენალტებში ბელგიამ შეძლო თავის გადარჩენა 0:2-დან, მოგვიანებით კი მეხუთე გადამწყვეტი პენალტი გაიტანა და თავისი არსებობის ისტორიაში პირველი ფინალი მოგებით დაასრულა. სამგზის ჩემპიონმა ჰოლანდიამ კი ზედიზედ მეორედ წააგო მსოფლიოს ჩემპიონატის გადამწყვეტი მატჩი.
მესამე ადგილისთვის მატჩში, ავსტრალიამ ინგლისი 8:1 გაანადგურა.