ბაკურიანი თოვლის ფრენბურთის ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს #1TVSPORT
ისტორიაში პირველად, ბაკურიანი 1-3 მარტს თოვლის ფრენბურთის ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს.
ტურნირში მონაწილეობას იტალიის, პოლონეთის, თურქეთის, ჩეხეთის, ბულგარეთის, რუმინეთის, მოლდოვისა და სომხეთის წარმომადგენელი სპორტსმენები მიიღებენ. პირველობისთვის იბრძოლებენ ქართველი ფრენბურთელებიც. გათამაშება მამაკაცთა და ქალთა შორის ჩატარდება.
თოვლის ფრენბურთი ზამთრის გუნდური სპორტია, რომელსაც სამი მოთამაშისგან შემდგარი ორი გუნდი თოვლის მოედანზე თამაშობს. ევროპის ფრენბურთის კონფედერაციამ (CEV) თოვლის ფრენბურთი ოფიციალურ სპორტის სახეობად 2015 წელს დაამატა. ევროპის ჩემპიონატი სასტუმრო “კრისტალის” ტერიტორიაზე ჩატარდება.