მიუნხენის ბაიერნის მმართველი საბჭოს თავმჯდომარე კარლ-ჰაინც რუმენიგემ განაცხადა, რომ მალე თანამდებობის დატოვებას აპირებს.
„2021 წელს წავალ. ეს თარიღი კლუბში ჩემი მუშაობის 20 წლისთავი იქნება და ვფიქრობ, ეს უნდა იყოს შესაბამისი მომენტი წასვლისთვის. ვიმედოვნებ, ამ პოსტზე ჩემი შემცვლელი ოლივერ კანი იქნება, რომელმაც იქამდე უნდა დაიწყოს მუშაობა, სანამ მე წავალ. ის კლუბის ცხოვრების რითმს უნდა შეეჩვიოს. დარწმუნებული ვარ, ბოლომდე გაართმევს თავს საკუთარ მოვალეობებს“, – თქვა რუმენიგემ.
აქამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ოლივერ კანს კლუბის პრეზიდენტი ული ჰიონესი უნდა შეეცვალა.