მიუნხენის „ბაიერნი“ მთავარ მწვრთნელად იურგენ კლოპის კანდიდატურას განიხილავს იმ შემთხვევაში, თუ გუნდის ამჟამინდელი დამრიგებელი ჰანს-დიტერ ფლიკი წასვლას გადაწყვეტს. ფლიკს აქვს შანსი ევრო 2020-ის შემდეგ გერმანიის ნაკრებს ჩაუდგეს სათავეში.
როგორც ინტერნეტ-გამოცემა 90min იტყობინება, „ბაიერნის“ ხელმძღვანელობას არ სურს ფლიკთან გამოთხოვება, მაგრამ თუ ის მაინც გადაწყვეტს წასვლას, მის შესაცვლელად მთავარი კანდიდატი „ლივერპულის“ ამჟამინდელი დამრიგებელი იურგენ კლოპი იქნება. მიუნხენურ კლუბში დარწმუნებულნი არიან, რომ შეძლებენ გერმანელის დაყოლიებას სამშობლოში დაბრუნებაზე.
შეგახსენეთ, რომ იურგენ კლოპს გერმანიაში „მაინცსა“ და „დორტმუნდში“ უმუშავია. მისი კონტრაქტი „ლივერპულთან“ 2024 წლის ზაფხულამდეა ძალაში.