„ლევერკუზენის“ ნახევარმცველის, კაი ჰავერცის შესანიშნავი თამაში ევროპულ გრანდებს არ გამორჩენიათ: „ბაიერნს“, „რეალს“, „არსენალსა“ და „ჩელსის“ მისი გუნდში გადმოყვანა სურთ, – იუწყება ცნობილი სპორტული მიმომხილველი ნიკოლო სკირა.
„ლევერკუზენი“ 20 წლის ჰავერცის სანაცვლოდ, 80 მილიონ ევროს ითხოვს და საყოველთაო ფინანსური კრიზისის ფონზე საფეხბურთო გრანდებს რთული გადაწყვეტილების მიღება მოუწევთ.
მიმდინარე სეზონში ახალგაზრდა ფეხბურთელმა „ლევერკუზენის“ შემადგენლობაში 38 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 15 გოლი და რვა შედეგიანი გადაცემა შეასრულა.