Golden Boy 2021 წლის ლაურეტი „ბარსელონასა“ და ესპანეთის ნაკრების 18 წლის ნახევარმცველი პედრი გახდა.
„ბაიერნს“ კატალონიელების „ოქროს ბიჭის“ შეძენა სურს და გარმანელები მზად არიან, რომ ახალგაზრდა ვარსკვლავს ოთხჯერ მეტი ხელფასი შესთავაზოს, – იუწყება AS.
გამოცემის ინფორმაციით, მიუნხენური გრანდი პედრის გადმობირებას ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში შეეცდება.
ესპანეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში პედრიმ მხოლოდ ორი მატჩი ჩაატარა და შედეგიანი მოქმედებებით თავი ჯერ არ გამოუჩენია.