მიუნხენის „ბაიერნი“ ზაფხულში მადრიდის „რეალიდან“ ნახევარმცველ ტონი კროოსის დაბრუნებას ეცდება.
30 წლის ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 60 მილიონ ევროს შეადგენს. გერმანელებმა უკვე დაიწყეს მოლაპარაკებები მოთამაშის წარმომადგენელთან, – იტყობინება ტელეკომპანია „ჩირინგიტო“.
კროოსი „რეალში“ გადასვლამდე „ბაიერნში“ 2007-14 წლებში თამაშობდა.
პრიმერას მიმდინარე გათამაშებაში ნახევარმცველმა 24 მატჩი ჩაატარა და სამი გოლი გაიტანა.