მიუნხენის „ბაიერნი“ დაცვის ხაზის გაძლიერებას აპირებს.
როგორც გაზეთი Bild-ი წერს, გერმანიის ჩემპიონი დაინტერესებულია „ატალანტას“ 19 წლის ცენტრალური მცველით, ჯორჯო სკალვინით. იტალიელი დაცვის ცენტრის გაძლიერებაზე ერთ-ერთი ძირითადი კანდიდატად განიხილება.
აღნიშნავენ, რომ სკალვინის შეძენა რთული იქნება, რადგან „ატალანტა“ ფეხბურთელის შენარჩუნებას აპირებს, კონტრაქტი კი, რომელიც 2027 წლის ზაფხულამდეა ძალაში, იტალიურ კლუბს საშუალებას მისცემს, გერმანულ გრანდს საკუთარი პირობები მოახვიოს თავს.
ამ სეზონში სკალვინიმ ყველა ტურნირზე 17 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა. მისი სატრანსფერო ღირებულება 40 მილიონ ევროს შეადგენს.