„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარი მწვრთნელი თომას ტუხელი, შესაძლოა, მიუნხენის „ბაიერნს“ ჩაუდგეს სათავეში. როგორც ირკვევა, სწორედ ეს გერმანელი სპეციალისტია პრიორიტეტული ვარიანტი „რეკორდმაისტერისთვის“ და მან უკვე შესთავაზა მწვრთნელს მრავალწლიანი კონტრაქტი. იტყობინებიან, რომ მხარეებმა, შესაძლოა, უკვე ამ ზამთარს მოაწერონ ხელი შეთანხმებას.
დღეისთვის, ნიკო კოვაჩის წასვლის შემდეგ, „ბაიერნის“ მთავარი მწვრთნელის მოვალეობების შემსრულებელია ჰანს-დიტერ ფლიკი.
მიუნხენური კლუბი მეხუთე ადგილზეა ბუნდესლიგაში და ლიდერ „ლაიპციგს“ ექვსი ქულით ჩამორჩება. „ბაიერნი“ გასულია ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში, სადაც „ჩელსის“შეხვდება.