„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა თომას ტუხელმა, შესაძლოა, მიუნხენის „ბაიერნი” ჩაიბაროს. ის ამ პოსტზე მთავარ კანდიდატად განიხილება
ფრანგული და გერმანული რამდენიმე წყაროს ცნობით, გერმანიის ჩემპიონის სპორტული დირექტორი ჰასან სალიჰამიჯიჩი უკვე ელაპარაკა გერმანელ სპეციალისტს. მხარეებმა განიხილეს მომავალი სეზონიდან თანამშრომლობის დაწყების შესაძლებლობა.
შეგახსენებთ, რომ გასული წლის ნოემბერში, „ბაიერნმა“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვა ნიკო კოვაჩი. მას შემდეგ, მისი მოვალეობების შემსრულებელია ჰანს-დიტერ ფლიკი. ის სეზონის ბოლომდე უხელმძღვანელებს „ბაიერნს”.
ამ მომენტისთვის, ბავარიელები მესამე ადგილზე არიან ბუნდესლიგის ცხრილში.