„ბაიერნს“ ხანგრძლივი ვადით გამოაკლდა ფრანგი ნახევარმცველი კორენტენ ტოლისო.
26 წლის ფეხბურთელმა მარცხენა ბარძაყის ტრავმა ერთ-ერთი ბოლო ვარჯიშის დროს მიიღო. ტოლისო ყვირილით დაეცა მინდორზე და მოედანი მხოლოდ გოლფის მანქანით დატოვა.
გაზეთ „ეკიპის“ ინფორმაციით, ფრანგმა წარმატებით გადაიტანა გაწყვეტილ კუნთზე ოპერაცია. აღდგენისთვის მას დაახლოებით სამი თვე დასჭირდება. ასე რომ, ტოლისომ, შესაძლოა, ევროპის ჩემპიონატი გამოტოვოს.
კორენტენ ტოლისო „ბაიერნში“ 2017 წლიდან თამაშობს. ამ სეზონში მან ყველა ტურნირზე 22 მატჩი ჩაატარა და სამი გოლი გაიტანა.