„ბაიერნმა“, შესაძლოა, გავი 50 მილიონ ევროდ შეიძინოს #1TVSPORT
„ბაიერნმა“, შესაძლოა, გავი 50 მილიონ ევროდ შეიძინოს #1TVSPORT

მიუნხენის „ბაიერნი“ „ბარსელონას“ ნახევარმცველით გავით ინტერესდება, – ამის შესახებ იტყობინება თავის „ტვიტერში“ ჟურნალისტი კრისტიან ფალკი.

კატალონური გუნდი ჯერჯერობით ვერ ახერხებს გავისთან კონტრაქტის გაგრძელებაზე შეთანხმებას. მოქმედი ხელშეკრულება 2023 წლის ზაფხულამდეა ძალაში.

გერმანიის ჩემპიონი ყურადღებით აკვირდება სიტუაციას. ასევე აღნიშნავენ, რომ „ბაიერნი“ მზად არის ისარგებლოს კონტრაქტში არსებული პუნქტით გამოსასყიდი თანხის შესახებ და გადაიხადოს ესპანელში 50 მილიონი ევრო. ეს პუნქტი ძალაში 2022 წლის ივნისამდეა.

თავად გავი თავის მომავალს „ბარსელონაში“ ხედავს.