გერმანიის ჩემპიონმა „ბაიერნმა“ ამხანაგური მატჩი სამოყვარულო გუნდს „როტაჰ-ეგერნს“ ანგარიშით – 23:0 მოუგო.
მიუნხენელთა რიგებში პოკერი შეასრულა ტოლისომ. ჰეთ-თრიკი ოთხი ფეხბურთელის ანგარიშზეა – ლევანდოვსკის, მიულერის, ვრდტისა და გორეტცკასი.
2019-20 წლების სეზონის პირველ ოფიციალურ მატჩში „ბაიერნმა“ გერმანიის სუპერათასი „დორტმუნდთან“ – 0:2 წააგო.
12 აგვისტოს, ნიკო კოვაჩის გუნდი გერმანიის თასის პირველ ეტაპზე „ენერგის“ შეხვდება.
ბუნდესლიგა სტარტს 16 აგვისტოს იღებს.