„ბაიერნმა“ რაფაელ გერეიროსთან კონტრაქტი გააფორმა #1TVSPORT
„ბაიერნმა“ რაფაელ გერეიროსთან კონტრაქტი გააფორმა #1TVSPORT

მიუნხენის „ბაიერნმა“ კონტრაქტი გააფორმა პორტუგალიელ მცველთან, რაფაელ გერეიროსთან. ხელშეკრულება 2026 წლის ზაფხულამდე იმოქმედებს, – წერია გერმანიის ჩემპიონის ოფიციალურ ვებგვერდზე.

ბოლო შვიდი წლის განმავლობაში რაფაელ გერეირო „დორტმუნდში“ თამაშობდა. გასულ სეზონში მან 36 მატჩი ჩაატარა, ექვსი გოლი გაიტანა და 14 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

29 წლის მცველის ანგარიშზე პორტუგალიის ნაკრებში 64 მატჩი და ოთხი გატანილი გოლია.