„ბაიერნმა“ პერიშიჩი „ინტერში“ დააბრუნა
„ბაიერნმა“ პერიშიჩი „ინტერში“ დააბრუნა

„ბაიერნში“ გატარებული ერთწლიანი იჯარის შემდეგ, ხორვატი ნახევარმცველი ივან პერიშიჩი „ინტერში“ ბრუნდება.

გერმანიის ჩემპიონმა გადაწყვიტა – არ გამოისყიდოს 31 წლის ფეხბურთელის კონტრაქტი.

„მინდა მადლობა გადავუხადო პერიშიჩს მისი თამაშისთვის და იმ წვლილისთვის, რომელიც მან „ბაიერნის“ ჰეთ-თრიკის შესრულებაში შეიტანა. ნამდვილი სიამოვნება იყო მასთან ერთად მუშაობა. მისი ოსტატობა განსაკუთრებით შესამჩნევი იყო ჩემპიონთა ლიგის ფინალურ რაუნდში“, – განაცხადა „ბაიერნის“ მთავარმა მწვრთნელმა ჰანს-დიტერ ფლიკმა.

პერიშიჩი „ბაიერნში“ 2019 წლის აგვისტოდან თამაშობდა. სულ მან მიუნხენურ კლუბში 35 მატჩი ჩაატარა, რვა გოლი გაიტანა და 10 შედეგიანი გადაცემა შეასრულა. გუნდთან ერთად მან მოიგო გერმანიის ჩემპიონატი, გერმანიის თასი და ჩემპიონთა ლიგა.

პერიშიჩის კონტრაქტი „ინტერთან“ 2022 წლის ზაფხულამდე მოქმედებს.