„ბაიერნმა“ ორი მცველის წასვლის შესახებ გამოაცხადა #1TVSPORT
„ბაიერნმა“ ორი მცველის წასვლის შესახებ გამოაცხადა #1TVSPORT

მიუნხენის „ბაიერნმა“ ორი ფეხბურთელის – ჟოაო კანსელოსა და დეილი ბლინდის წასვლის შესახებ გამოაცხადა.

გერმანიის ჩემპიონის პრესსამსახურმა მადლობა გადაუხადა პორტუგალიელსა და ნიდერლანდელს კლუბში გატარებული დროისთვის და მათ მომავალ კარიერაში წარმატებები უსურვა.

ორივე მცველმა „ბაიერნის“ შემადგენლობაში სეზონის მეორე ნახევარი ითამაშა: კანსელო იჯარით გადავიდა „მანჩესტერ სიტიდან“, ბლინდმა კი კლუბთან მოკლევადიანი კონტრაქტი გააფორმა.