„ბაიერნმა“ ნოიერთან კონტრაქტის გაგრძელების შესახებ გამოაცხადა #1TVSPORT

13:06, 23.05.2022

გერმანიის ჩემპიონმა მიუნხენის „ბაიერნმა“ თავის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაცხადა კონტრაქტის გაგრძელების შესახებ მეკარე მანუელ ნოიერთან.

მხარეებს შორის ახალი ხელშეკრულება 2024 წლის ზაფხულამდე იქნება ძალაში.

36 წლის ნოიერი მიუნხენურ კლუბში 2011 წლიდან თამაშობს, 2017 წლიდან კი გუნდის კაპიტანია.

მსგავსი