„ბაიერნმა“ მანუელ ნოიერთან კონტრაქტი გააგრძელა #1TVSPORT
„ბაიერნმა“ მანუელ ნოიერთან კონტრაქტი გააგრძელა #1TVSPORT

მიუნხენის „ბაიერნმა“ გამოაცხადა კონტრაქტის გაგრძელების შესახებ გუნდის კაპიტანსა და მეკარესთან, მანუელ ნოიერთან.

37 წლის ფეხბურთელის ახალი ხელშეკრულება 2025 წლის ზაფხულამდე იქნება ძალაში. ასევე, ამავე ვადით გაახანგრძლივა „ბაიერნთან“ კონტრაქტი სათადარიგო მეკარემ, სვენ ულრაიხმა.

მანუელ ნოიერი „ბაიერნში“ 2011 წლიდან თამაშობს და მიუნხენელთა რიგებში 30 ტიტული მოიგო. მის ანგარიშზე გერმანიის ნაკრებში 117 მატჩია.