„ბაიერნმა“ კეინთან შეთანხმებას მიაღწია #1TVSPORT

07:47, 28.06.2023

მიუნხენის „ბაიერნი“ ახლოს არის „ტოტენჰემის“ ფორვარდის, ჰარი კეინის გაფორმებასთან.

გაზეთ Bild-ის ინფორმაციით, გერმანიის ჩემპიონმა პრინციპულ შეთანხმებას მიაღწია 29 წლის ფორვარდთან კონტრაქტის პირობებზე. ახლა „ბაიერნს“ სჭირდება ტრანსფერის თანხაზე „ტოტენჰემთან“ მოლაპარაკება.

ადრე იტყობინებოდნენ, რომ მიუნხენელებმა ოფიციალური წინადადებით მიმართეს „ტოტენჰემს“ და კეინის სანაცვლოდ 70 მილიონი ევრო შესთავაზეს. ლონდონურმა კლუბმა ამ წინადადებაზე უარი განაცხადა.

მსგავსი