„ბაიერნმა“ გერმანიის სუპერთასი მესამედ მოიგო, სადიო მანემ სადებიუტო გოლი გაიტანა [ვიდეო] #1TVSPORT
„ბაიერნმა“ გერმანიის სუპერთასი მესამედ მოიგო, სადიო მანემ სადებიუტო გოლი გაიტანა [ვიდეო] #1TVSPORT

გერმანიაში 2022-23 წლების სეზონი ქვეყნის სუპერთასის მატჩით გაიხსნა. მიუნხენის „ბაიერნმა“ სტუმრად ლაიპციგში უხვგოლიან მატჩში დაამარცხა ადგილობრივი გუნდი.

გერმანიის ჩემპიონმა პირველ ტაიმში სამი უპასუხო გოლი გაუტანა „ლაიპციგს“. მეორე ტაიმის საწყის 20 წუთში გუნდებმა გოლები გაცვალეს, რის შემდეგაც მასპინძლებმა სხვაობა მინიმუმამდე შეამცირეს, თუმცა 90-ე წუთზე ლეროი სანეს გოლმა შეხვედრას ინტრიგა მალე წაართვა.

 

ფაქტები

* „ბაიერნმა“ მერვედ მოიგო გერმანიის სუპერთასი, „ლაიპციგმა“ კი თავის ისტორიაში პირველად ითამაშა არ პრიზისითვის.

* „ბაიერნმა“ ზედიზედ მესამედ მოიგო გერმანიის სუპერთასი.

* იულიან ნაგელსმანმა მესამე ტიტული მოიგო „ბაიერნის“ მთავარი მწვრთნელის რანგში – ორი სუპერთასი და ერთხელ გერმანიის ჩემპიონობა.

* სადიო მანემ პირველივე ზუსტი დარტყმით გაიტანა „ბაიერნში“ სადებიუტო გოლი.

* კრისტოფერ ნკუნკუს „ბაიერნის“ წინააღმდეგ შვიდ მატჩში სამი გოლი დაუგროვდა, მაგრამ მოგება არ აქვს მიუნხენური კლუბის წინააღმდეგ (+0=3-4).

* „ლაიპციგს“ „ბაიერნის“ წინააღმდეგ 15 ოფიციალურ მატჩში მხოლოდ ერთი მოგება აქვს (+1=4-10).

 

ლაიპციგი-ბაიერნი       3:5

გოლები: 0:1 მუსიალა (14), 0:2 მანე (31), 0:3 პავარი (45), 1:3 ჰალშტენბერგი (59), 1:4 გნაბრი (65), 2:4 ნკუნკუ (77-პენ), 3:4 ოლმო (89), 3:5 სანე (90)

ლაიპციგი: გულაჩი, კლოსტერმანი, ორბანი, ჰალშტენბერგი, სიმაკანი (79. ნოვოა), ჰენრიხსი, კამპლი (52. ოლმო), ლაიმერი, ფორსბერგი (52. ანდრე სილვა), შობოსლაი (90. ჰაიდარა), ნკუნკუ.

ბაიერნი: ნოიერი, პავარი (78. მახრაუი), ერნანდესი, უპამეკანო (78. დე ლიგტი), დევისი, ზაბიტცერი, კიმიხი, მიულერი (68. გრავენბერხი), მანე, გნაბრი (78. სანე), მუსიალა (60. კომანი).