„ბაიერნმა“ ფლიკისთვის, ნოიერისთვისა და მიულერისთვის  ახალი კონტრაქტები მოამზადა
„ბაიერნმა“ ფლიკისთვის, ნოიერისთვისა და მიულერისთვის  ახალი კონტრაქტები მოამზადა
მიუნხენის „ბაიერნი“ მზად, არის ახალი კონტრაქტები შესთავაზოს მთავარ მწვრთნელს ჰანს-დიტერ ფლიკსა და რამდენიმე ფეხბურთელს.
ფლიკმა 2019 წლის ნოემბერში მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებლის რანგში ჩაიბარა გუნდი, მოგვიანებით კი სეზონის ბოლომდე სრულფასოვანი მწვრთნელის სტატუსი მოიპოვა.
გერმანელი სპეციალისტის წარმატებებმა დაარწმუნეს „ბაიერნის“ დირექტორები იმაში, რომ ფლიკი მომდევნო სეზონშიც უნდა დარჩეს მთავარ მწვრთნელად.
გარდა ამისა, „ბაიერნში“ განიხილეს ხელშეკრულებების გაგრძელება მეკარე მანუელ ნოიერთან, მცველ დავიდ ალაბასთან და ფორვარდ თომას მიულერთან.
ბუნდესლიგის წლევანდელი გათამაშების შეწყვეტის მომენტში, „ბაიერნი“ ლიდერობდა გათამაშების ცხრილს. 25 ტურის შემდეგ, მიუნხენელებს 55 ქულა აქვთ და „დორტმუნდს“ ოთხი ქულით უსწრებენ.