„ბაიერნის“ სპორტულმა დირექტორმა ჰასან სალიჰამიჯიჩმა დაადასტურა, რომ მიუნხენური კლუბი „ბარსელონადან“ იჯარით აიყვანს ბრაზილიელ შემტევს ფილიპე კოუტინიოს. გარიგება იმოქმედებს 2019-20 წლების სეზონის ბოლომდე, რის შემდეგაც, გერმანიის ჩემპიონს ფეხბურთელის გამოსყიდვის უფლება ექნება.
„შემიძლია დავადასტურო, რომ მე და კარლ-ჰაინც რუმენიგე ამ კვირას ბარსელონაში ვიყავით. ჩვენ მოველაპარაკეთ კოუტინიოსა და მის აგენტებს. მოხარული ვარ, რომ ასეთი მაღალი დონის ფეხბურთელი შეგვხვდა“, – მოჰყავს სალიჰამიჯიჩის სიტყვები ტელეკომპანია ZDF-ს.