„ბაიერნის“ ვარსკვლავები მუქარის წერილებს იღებენ #1TVSPORT
„ბაიერნის“ ვარსკვლავები მუქარის წერილებს იღებენ #1TVSPORT

უცნაურ სიტუაციაში აღმოჩდნენ „ბაიერნის“ ვარსკვლავები. უცნობი პიროვნება მუქარის წერილებს უგზავნის რობერტ ლევანდოვსკის, სერჟ გნაბრისა და მანუელ ნოიერს. ლაპარაკია სასიკვდილო მუქარაზე.

აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად მიუნხენელი ფეხბურთელებისთვის განკუთვნილი წერილები „სანკტ პაულიში“ მიიტანეს, რის შემდეგაც, მეორე ბუნდესლიგის გუნდმა შეტყობინებები პოლიციას გაუგზავნა. პოლიციამ უკვე დაიწყო გამოძიება – ისინი წერილების ავტორსა და გამგზავნს ეძებენ, რომელსაც სერიოზული სასჯელი ელოდება.

„ბაიერნში“ ამ მუქარის მიმართ ძალიან სერიოზული დამოკიდებულება აქვთ. შინაარსის მიხედვით, წერილი ძალიან ჰგავს იმ შეტყობინებას, რომელიც „ბაიერნის“ სპორტულ დირექტორს ჰასან სალიჰამიჯიჩს მიუნხენელმა ფანებმა გაუგზავნეს იმ პერიოდში, როცა მას კონფლიქტი ჰქონდა „ბაიერნის“ მაშინდელ მწვრთნელთან ჰანს-დიტერ ფლიკთან.