შაბათს, მიუნხენის „ბაიერნის“ საშინაო სტადიონი „ალიანც არენა“ ლგბტ-მოძრაობის მხარდასაჭერად ცისარტყელას ფერებით განათდა.
აქცია გაიმართა Christopher Street Day-ის რანგში – ეს არის სექსუალური უმცირესობის ზეიმი, რომელიც გერმანიაში ყოველწლიურად აღინიშნება.
„ყოველთვის გვინდა რასიზმისა და ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლაში ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების დემონსტრირება და ამ მხრივ, ყოველწლიური Christopher Street Day მნიშვნელოვანი მოვლენაა. ფეხბურთი – ეს არის გამაერთიანებელი ელემენტი. ჩვენ, როგორც კოსმოპოლიტური კლუბი, ულაპარაკოდ სოლიდარულნი ვართ ამ მოძრაობასთან“, – განაცხადა „ბაიერნის“ გენერალურმა დირექტორმა, კარლ-ჰაინც რუმენიგემ.