„ბაიერნის“ პრეზიდენტი - ზაფხულში ხმაურიანი ტრანსფერები არ იქნება #1TVSPORT
„ბაიერნის“ პრეზიდენტმა ჰერბერტ ჰაინერმა განაცხადა, რომ გულშემატკივრები არ უნდა ელოდონ უახლოეს ზაფხულში ხმაურიან ტრანსფერებს.
„ჩვენ შევავსებთ შემადგენლობას, მაგრამ ძვირადღირებული ტრანსფერები არ გვექნება. ძალიან ძლიერი ახალგაზრდა გუნდი გვყავს, რომელსაც უზარმაზარი პოტენციალი გააჩნია. ასე რომ, დიდად არ ვნაღვლობ. ვერ ვხედავ ხმაურიანი გარიგებების აუცილებლობას.
ჩვენ გვინდა გვყავდეს ყველაზე უკეთესი შემადგენლობა, მაგრამ სიმართლე იმაში მდგომარეობს, რომ ამისთვის ფინანსებია საჭირო. არავისთვის არ არის უცხო, რომ პანდემიამ ძალიან უკან დაგვწია“, – განაცხადა ჰაინერმა Bayern Insider-თან ინტერვიუსას.