„ბაიერნის“ ხელმძღვანელობამ იულიან ნაგელსმანს ნდობა გამოუცხადა #1TVSPORT
„ბაიერნის“ მმართველი საბჭოს თავმჯდომარემ ოლივერ კანმა მხარდაჭერა გამოხატა გუნდის მთავარი მწვრთნელის იულიან ნაგელსმანის მიმართ.
„ჩვენ გვინდა ხაზი გავუშვათ იმას, რომ სრულად დარწმუნებულნი ვართ ნაგელსმანში და გვინდა მასთან ერთად განვაგრძოთ ეს გზა. მან იცის, რა არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი – ესაა ახალგაზრდა ფეხბურთელების განვითარება.
რა თქმა უნდა, გვსურს გუნდის გაძლიერება. ვიცოდით, რომ იულიანი – ახალგაზრდა სპეციალისტია. ეს ის არის, რაც გვსურდა. ვიცოდით, რომ შესაძლოა, ყოფილიყო რაღაც პრობლემები, მაგრამ ეს სამუშაოს ნაწილია“, – მოჰყავს კანის სიტყვები გამოცემა Sport1-ს.
შეგახსენებთ, რომ უფრო ადრე „ბაიერნის“ ფორვარდმა რობერტ ლევანდოვსკიმ უკმაყოფილება გამოთქვა ნაგელსმანის მუშაობით. კერძოდ, პოლონელ ბომბარდირს არ მოსწონს მწვრთნელის ტაქტიკა და წვრთნის მეთოდები.