ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას მიუნხენის „ბაიერნის“ შემადგენლობა, შესაძლოა, კიდევ ერთმა ინგლისელმა ფეხბურთელმა შეავსოს.
გაზეთ Daily Star-ის ინფორმაციით, გერმანული გრანდი დაინტერესებულია „მანჩესტერ სიტისა“ და ინგლისის ნაკრების მარჯვენა მცველით, კაილ უოკერით. ამ მომენტისთვის „ბაიერნის“ შემადგენლობაში თამაშობენ მისი თანამემამულეები და „ტოტენჰემში“ ყოფილი პარტნიორები – ჰარი კეინი და ერიკ დაიერი.
უოკერის კონტრაქტი „სიტისთან“ 2026 წლის ზაფხულამდეა ძალაში. ამ სეზონში მცველმა 41 ოფიციალურ მატჩში ხუთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.