მიუნხენის „ბაიერნის“ მმართველი საბჭოს თავმჯდომარემ კარლ-ჰაინც რუმენიგემ განაცხადა, რომ კლუბი აპირებს კონტრაქტები გაუხანგრძლივოს 34 წლის ვეტერან ნახევარმცველებს – არიენ რობენსა და ფრანკ რიბერის.
ჰოლანდიელისა და ფრანგის მოქმედ ხელშეკრულებებს ვადა 2018 წლის ივნისში გადის.
„ჩვენ ველაპარაკეთ ორივე ფეხბურთელს და შევთანხმდით, რომ აპრილში დავიწყებთ მოლაპარაკებებს ახალ კონტრაქტზე“, – განაცხადა რუმენიგემ გაზეთ Kicker-თან კომენტარში.
მიმდინარე სეზონში რიბერის 23 მატჩში 5 გოლი აქვს გატანილი, რობენს 27 მატჩში 6-6 გოლი და შედეგიანი პასი დაუგროვდა. ბოლო ტურში „ჰამბურგის“ (6:0) წინააღმდეგ, რიბერიმ დუბლი შეასრულა, რობენმა ერთი გოლი გაიტანა.