„ბაიერნი“ ნოიერთან, მიულერთან და ლევანდოვსკისთან კონტრაქტებს არ გააგრძელებს #1TVSPORT

22:27, 07.04.2022

„ბაიერნის“ ყოფილმა მცველმა თომას ჰელმერმა განაცხადა, რომ მიუნხენური კლუბი არ გააგრძელებს კონტრაქტებს სამ თავის სამ ვარსკვლავთან – მეკარე მანუელ ნოიერთან, ნახევარმცველთან თომას მიულერთან და ფორვარდთან რობერტ ლევანდოვსკისთან.

36 წლის ნოიერის, 32 წლის მიულერისა და 33 წლის ლევანდოვსკის კონტრაქტები 2023 წლის ივნისში იწურება.

„რაღაც შევიტყვე ამასთან დაკავშირებით. „ბაიერნი“ არ გააგრძელებს კონტრაქტს სამივესთან, რადგან ეს უბრალოდ შეუძლებელია ფინანსურად“, – მოჰყავს ჰელმერის სიტყვები გამოცემა Sport1-ს.

მსგავსი