„ბაიერნი“ მზადაა დე იონგსა და დე ლიხტში 150 მილიონი ევრო გადაიხადოს
„ბაიერნი“ „აიაქსის“ ორი ფეხბურთელის მიმართ განსაკუთრებულ ყურადღებას გამოხატავს, იტყობინებიან გერმანული გამოცემები.
კლუბს ნახევარმცველ ფრენკ დე იონგისა და მცველ მატეის დე ლიხტის შეძენა სურს. „შპორტ ბილდის“ (Sport Bild) ინფორმაციით, გერმანული კლუბი მზადაა ორ ფეხბურთელში 150 მილიონი ევრო გადაიხადოს. ასევე ამ მოთამაშეებით „ბარსელონაც“ დაინტერესებულია. 21 წლის დე იონგმა მიმდინარე სეზონში ჩაატარა 22 მატჩი, რომელშიც 2 გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.
19წლის დე ლიხტი კი 24-ჯერ გამოვიდა მოედანზე, მის ანგარიშზე 3 გოლი და ერთი შედეგიანი გადაცემაა.