„ბაიერნი“ მუსიალასთვის სარეკორდო კონტრაქტს ამზადებს #1TVSPORT
„ბაიერნი“ მუსიალასთვის სარეკორდო კონტრაქტს ამზადებს #1TVSPORT

„ბაიერნის“ შემტევმა ნახევარმცველმა ჯამალ მუსიალამ, შესაძლოა, სარეკორდო კონტრაქტი გააფორმოს მიუნხენური კლუბის ისტრორიაში.

გაზეთ Bild-ის ინფორმაციით, „ბაიერნს“ სურს მუსიალას შესთავაზოს კონტრაქტი, რომელიც 2030 წლის ზაფხულამდე იქნება ძალაში, ხოლო ხელფასი წელიწადში 20 მილიონ ევროს გაუტოლდება. ეს რეკორდი იქნება როგორც „ბაიერნისთვის“, ასევე ბუნდესლიგისთვის.

ოფიციალური შეთავაზება ჯერ არ ყოფილა, მაგრამ ელოდებიან, რომ უახლოესი რამდენიმე კვირის განმავლობაში მხარეები აქტიურ მოლაპარაკებებს დაიწყებენ.

მუსიალას მოქმედი ხელშეკრულება 2026 წლის ზაფხულამდეა ძალაში.