მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალში ერთმანეთს „ბაიერნი“ და „ტიგრესი“ დაუპირისპირდნენ – 1:0.
მატჩის მე-18 წუთზე პირველი ბურთი ჯოშუა კიმიხმა გიტანა, მაგრამ ვიდეორეფერიმ გოლი არ ჩათვალა და როცა გუნდები შესვენებაზე გავიდნენ, ანგარიში ნულოვანი ფრე იყო.
59-ე წუთზე პავარმა შეხვედრის გადამწყვეტი და ერთადერთი გოლი გაიტანა, „ბაიერნმა“ მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვა და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის თასს დაეუფლა.
„ბაიერნისთვის“ ეს ტურნირზე მოპოვებული მეორე გამარჯვებაა, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის თასი კი ბავარიელებმა პირველად 2013 წელს აღმართეს.
მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი გადასცემდა.