მიუნხენის ბაიერნის მთავარი მწვრთნელი ნიკო კოვაჩი შესაძლოა, ამ სეზონის შემდეგ დაითხოვონ პოსტიდან. როგორც გამოცემა მუნდო დეპორტივო ამტკიცებს, მიუნხენელები კოვაჩის შემცვლელად ტოტენჰემის დამრიგებელ მაურიციო პოჩეტინოს განიხილავენ.
ბაიერნი 47 წლის არგენტინელი სპეციალისტის მოხიბვლას ტიტულების მოგების პერსპექტივით აპირებს. პოჩეტინო 2014 წლიდან ხელმძღვანელობს ტოტენჰემს და დღემდე არაფერი მოუგია. ტოტენჰემი პრემიერლიგის 32 ტურის შემდეგ, 64 ქულით მეოთხე ადგილზეა.