„ბაიერნი“ ლეროი სანეს გადაბირებას იანვარშიც შეეცდება
„ბაიერნი“ ლეროი სანეს გადაბირებას იანვარშიც შეეცდება

მიუნხენის „ბაიერნის“ პრეზიდენტი ული ჰიონესი აცხადებს, რომ იანვარში კლუბი კიდევ ერთხელ შეეცდება „მანჩესტერ სიტიდან“ ლეროი სანეს გადაბირებას. ბავარიელები გერმანიის ნაკრების შემტევი ნახევარმცველის ყიდვას მიმდინარე წლის ზაფხულშიც გეგმავდნენ, თუმცა მათი გეგმები ჩაიშალა, როდესაც ფეხბურთელმა ერთ-ერთ მატჩში მუხლის მძიმე ტრავმა მიიღო.

ამ შემთხვევის შემდეგ, „სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ განაცხადა, რომ 23 წლის სანე მოედანზე დაბრუნებას ექვსი-შვიდი თვის განმავლობაში ვერ შეძლებდა.

„ჩვენ ძალიან ვიყავით დაინტერესებულები სანეს შეძენით და მასთან საუბარიც გვქონდა, თუმცა შემდეგ ეს საშინელი ტრავმა მიიღო და მოლაპარაკებებიც ჩაიშალა. ახლა ჩვენ დაველოდებით და ვნახავთ, როგორ მიმდინარეობს მისი გამოჯანმრთელების პროცესი. ვფიქრობ, იანვარში ან თებერვალში უნდა დავსხდეთ და გადავწყვიტოთ, როგორ მოვიქცევით“, – აბობს ჰიონესი გერმანული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში.

ლეროი სანემ კარიერა 2014 წელს გელზენკირხენის „შალკეში“ დაიწყო, „მანჩესტერ სიტიში“ კი 2016 წლიდან თამაშობს.