„ბაიერნი“ ხამეს როდრიგესს 42 მილიონად გამოისყიდის
„ბაიერნი“ ხამეს როდრიგესს 42 მილიონად გამოისყიდის

მიუნხენის “ბაიერნი” უახლოეს ხანში აპირებს გამოისყიდოს უფლება ნახევარმცველ ხამეს როდრიგესზე. გაზეთ Marca-ის ინფორმაციით, გერმანიის ჩემპიონი მადრიდის “რეალს” 42 მილიონ ევროს გადაუხდის – სწორედ ეს თანხაა ჩაწერილი კლუბებს შორის საიჯარო ხელშეკრულებაში, რომელიც ორი წლის ვადით არის გაფორმებული.

“ბაიერნმა” გასული წლის ზაფხულში 13 მილიონი ევრო გადაიხადა კოლუმბიელის ორწლიან იჯარაში. კლუბის სამწვრთნელო შტაბი კმაყოფილი დარჩა ხამესის თამაშით და ახლა, მისი გამოსყიდვა და სრულფასოვანი კონტრაქტის გაფორმება სურს. ფეხბურთელიც თანახმაა – დიდი ხნით დარჩეს “ბაიერნში”.

გერმანიის წლევანდელ ჩემპიონატში ხამესმა 18 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 9 შედეგიანი პასი შეასრულა.