მიუნხენის „ბაიერნი“ სერიოზულად არის დაინტერსებული „აიაქსის“ ნახევარმცველის რაიან გრავენბერხის შეძენით.
გერმანიის ჩემპიონის სპორტული დირექტორი ჰასან სალიჰამიჯიჩი ნიდერლანდების ნაკრების 19 წლის ფეხბურთელის რამდენიმე შეხვედრას დაესწრო. ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო წერს, რომ „ბაიერნი“ მზად არის „აიაქსს“ 25 მილიონი ევრო შესთავაზოს გრავენბერხის სანაცვლოდ. თუმცა, ამსტერდამული კლუბი მეტ თანხას მოითხოვს თავის ფეხბურთელში.
ადრე გახდა ცნობილი, რომ ნახევარმცველით ასევე ინტერესდებიან „მანჩესტერ იუნაიტედი“ და „რეალი“.
მიმდინარე სეზონში ერედივიზიონის 25 მატჩში გრავენბერხმა ორი გოლი გაიტანა და ხუთი შედეგიანო გადაცემა შეასრულა.