„ბაიერნი“ და მუსიალა ახალ კონტრაქტზე შეთანხმებას ვერ ახერხებენ #1TVSPORT
მიუნხენის „ბაიერნმა“ და ჯამალ მუსიალამ კვლავინებურად ვერ შეძლეს ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკება. ნახევარმცველის მოქმედი ხელშეკრულება 2026 წლის ზაფხულამდეა ძალაში.
ჟურნალისტ ფლორიან პლეტენბერგის ინფორმაციით, კლუბსა და ფეხბურთელს შორის კვლავაც რჩება უთანხმოება რამდენიმე საკითხზე. ეს არის ხელფასი, კონტრაქტის მოქმედების ვადა და გამოსასყიდი თანხის შესახებ პუნქტის შეტანა.
„ბაიერნი“ უახლოეს პერიოდში ელოდება ფეხბურთელისგან დათმობებზე წასვლას, რადგამ მუსიალას სურს კონტრაქტის გაგრძელება. მხარეების მიზანია – შეთანხმების იანვარში მიღწევა.
მიმდინარე სეზონში მუსიალამ ბუნდესლიგის 13 მატჩში ცხრა გოლი გაიტანა და ორი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.