მიუნხენის „ბაიერნი“ აპირებს სოლიდური თანხის გაღებას იმისთვის, რომ „ბენფიკადან ფორვარდი დარვინ ნუნიესი გადაიბიროს.
როგორც გამოცემა Fichajes იტყობინება, გერმანიის ჩემპიონი 80 მილიონ ევროს გადაიხდის 22 წლის ფეხბურთელის ამ ზაფხულს ხელში ჩასაგდებად.
ადრე იტყობინებოდნენ, რომ „ბენფიკა“ მზად არის მინიმუმ 50 მილიონ ევროდ გაყიდოს თავისი ფორვარდი.
ურუგვაელი ფეხბურთელის კონტრაქტი ლისაბონურ კლუბთან 2025 წლის ზაფხულამდეა ძალაში.
ამ სეზონში ნუნიესმა „ბენფიკას“ რიგებში ჩატარებულ 37 ოფიციალურ მატჩში 32 გოლი გაიტანა.