თბილისში, ბაგებში მკვლელობა მოხდა.
ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს შსს-ში დაუდასტურეს. უწყების ცნობით, მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.