ბადრი ჯაფარიძე - პატრიარქმა ბრძანა, რომ ოპოზიცია აპირებს პროტესტს
ბადრი ჯაფარიძე - პატრიარქმა ბრძანა, რომ ოპოზიცია აპირებს პროტესტს

პატრიარქმა ბრძანა, რომ ოპოზიცია აპირებს პროტესტს, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.

„„ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობა შესაძლებელია თავისუფალი, სამართლიანი არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით – მზად ვართ, ვითანამშრომლოთ“, – აღნიშნა ბადრი ჯაფარიძემ.

საქართველოს საპატრიარქომ 16 ნოემბერს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია: „დასრულდა ცესკო-ს მიერ არჩევნების შედეგების გამოვლენის პროცესი, რამაც კიდევ ერთხელ დაადასტურა „ქართული ოცნების“ ხმების დიდი უმრავლესობით გამარჯვება. გულითადად ვულოცავთ მათ ამ წარმატებას. მართალია, ოპოზიცია არჩევნების შედეგებს აპროტესტებს და წინააღმდეგობის გაგრძელებას გეგმავს, მაგრამ გამოვთქვამთ იმედს, რომ ხელისუფლებაც და ოპოზიციაც შეძლებენ, შემდგომი წლები მაქსიმალურად გამოიყენონ ქვეყნის წინსვლისა და კეთილდღეობისთვის“.