გაიმართა საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის რანგით მეორე დივიზიონის (PRO D2) 23-ე ტურის მატჩები.
ქართველი მორაგბეებიდან თავის გამოჩენა მხოლოდ „მონტობანში“ მოთამაშე ბადრი ალხაზიშვილმა მოახერხა – მისი გუნდი სტუმრად „ბიარიცს“ შეხვდა და 19:33 დამარცხდა.
ალხაზიშვილმა შეხვედრა მარქაფიდან დაიწყო და მოედანზე 41-ე წუთიდან გამოჩნდა, ლელოს დადება კი 58-ე წუთზე მოახერხა. ეს მიმდინარე სეზონში ალხაზიშვილის პირველი ლელოა.
„მოტობანის“ სასტარტო შემადგენლობააში იყვნენ მირიან ბურდული და თედო აბჟანდაძე – ბურდული 54-ე წუთზე შეცვალეს, აბჟანდაძემ მატჩი სრულად ჩაატარა, „მონტობანის“ რიგებში ასევე შეცვლაზე შევიდა ოთარ გიორგაძე.
„ბიარიცი“ 43 ქულით მე-14 ადგილზეა, „მონტობანი“ მას სამი ქულით ჩამორჩება (40) და მე-15 პოზიციაზეა – ორივე გუნდი PRO D2-ში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის.