ქართველი კვაჭი ბადრი ალხაზაშვილი საფრანგეთის რანგით მეორე დივიზიონ „პროდ2“-ის (ProD2) კლუბ „პროვანსში“ წლევანდელი სეზონის ბოლომდე ითამაშებს.
შეგახსენებთ, რომ მომავალი სეზონიდან ალხაზაშვილი „ტოპ 14“-ში მოასპარეზე „ლიონის“ შემადგენლობაში იქნება, სადაც „ტულონიდან“ გადავიდა.
ქართველი მორაგბის ახალი კლუბს „პროდ2“-ის 22 ტურის შემდეგ 54 ქულა აქვს, მეშვიდე ადგილზე იმყოფება და პლეიოფის ზონას მხოლოდ ორი ქულა აშორებს.