ბაჩანა ლობჟანიძე შსს-სგან თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე დამატებით გამოკითხვას ითხოვს
ბაჩანა ლობჟანიძე შსს-სგან თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე დამატებით გამოკითხვას ითხოვს

ბაჩანა ლობჟანიძე, რომელიც აცხადებს, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის შეყვარებული იყო, შსს-ში იმყოფებოდა.

მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შსს-სგან დამატებით გამოკითხვას ითხოვს.

ბაჩანა ლობჟანიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ამჟამად შსს-ში თამარ ბაჩალიაშვილის მეგობრის, მარიამ ვარდიაშვილის გამოკითხვა მიმდინარეობს.

„როცა მოვედი, მარიამ ვარდიაშვილი დავინახე, შედიოდა საგამოძიებო ორგანოში. ესე იგი, მისი დაკითხვა მიმდინარეობს. ალბათ, სხვებიც დაიბარეს, ვინც მე მათ გადავეცი.

ვერ შევედი, ალბათ გამომძიებელი აღარ არის. დაკითხვა მიმდინარეობს ვარდიაშვილის. მე დავწერე განცხადება, რომ მოსული ვარ დამატებით ჩვენებაზე. მივუთითე მონაცემები. ჩავაგდე კანცელარიის ყუთში და ალბათ ხვალ ნახავენ. დღეს ჩემი გამოკითხვა არ მოხდება“, – განუცხადა ბაჩანა ლობჟანიძემ ჟურნალისტებს.

ამასთან, ლობჟანიძემ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა შსს-ს შენობაში შესვლამდეც და აღნიშნა, რომ ჩვენების მიცემა იმ კომპანიასთან დაკავშირებით უნდა, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა.

„გამოძიება ეყრდნობა ფაქტებს. ჩვენ არ გვჭირდება ზღაპრები მაღალჩინოსნებზე და მიკერილი ამბები. ეს ინფორმაცია არ ვიცი, ვერც დავადასტურებ და ვერც უარვყოფ. აქ დამატებითი ჩვენებისთვის მოვედი, საქმე ეხება „ზეგის“ კომპანიას. თუ მკვლელობა არა, თვითმკვლელობამდე მიყვანა მინიმუმ იქნება“ , – აღნიშნა ლობჟანიძემ.