ბაჩანა არაბულმა საბერძნეთში „ათრომიტოსს“ გაუტანა [ვიდეო] #1TVSPORT

ბაჩანა არაბულმა საბერძნეთის ჩემპიონატში გაიტანა და ქულის შენარჩუნებაში დაეხმარა „ლამიას“, რომელმაც სუპერლიგის მე-8 ტურში „ათრომიტოსს“ უმასპინძლა.

არაბული ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა. „ატლეტიკო არენაზე“ გამართულ შეხვედრაში „ლამიამ“ ქულა (2:2) მხოლოდ ბოლოსკენ მოიპოვა. გუნდი 1:2-ს აგებდა, როცა არაბულმა 79-ე წუთზე გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქისირა.

ბაჩანა „ლამიაში“ 2020 წლიდან თამაშობდა და გუნდი ფინანსურ საკითხებზე შეუთანხმებლობის გამო ზაფხულში დატოვა. ამ პერიოდში ცნობილი გახდა, რომ საქართველოში ბრუნდებოდა და „სამტრედიაში“ ითამაშებდა.

საბოლოოდ, ეს ტრანსფერი არ განხორციელდა, 27 წლის თავადამსხმელი ბერძნული კლუბის წინადადებას დათანხმდა და „ლამიაში“ ჩატარებულ მეხუთე შეხვედრაში თავი პირველად გამოიჩინა. მისი გუნდი კი სუპერლიგაში ჩატარებული 8 ტურის შემდეგ 6 ქულით მე-11 ადგილზეა.