ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის მიერ გამოქვეყნებულ ახალ რეიტინგში საქართველოს პირველმა მოჭადრაკემ, ბაადურ ჯობავამ, 2651 პუნქტით პირველი ასეული დატოვა. საქართველოს პირველ ასეულში წარმომადგენელი არც 20 წლამდე ვაჟ მოჭადრაკეთა შორის ჰყავს.
ვაჟ მოჭადრაკეთა შორის რეიტინგს 2843 პუნქტით მსოფლიოს ნორვეგიელი ჩემპიონი მაგნუს კარლსენი ლიდერობს.
საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა გუნდის ლიდერი, ევროპის 2017 წლის ჩემპიონი ნანა ძაგნიძე, 2519 პუნქტით რეიტინგის ათეულის წევრია. რეიტინგის პირველ ასეულში ძაგნიძის გარდა კიდევ ექვსი ქართველი მოჭადრაკეა:
13. ნინო ბაციაშვილი-(2492).
19. ლელა ჯავახიშვილი-(2475).
24. ბელა ხოტენაშვილი-(2462).
64. მერი არაბიძე-(2397).
68. სალომე მელია-(2392).
82. სოფიო გურამიშვილი-(2378).
20 წლამდე გოგონათა შორის ნინო ხომერიკი 2257 პუნქტით 50-ე ადგილზეა.